Monday, November 24, 2014

minda daviyo mushaoba axal proeqtze,romelic zalian saintereso iqneba.shevecdebi gavixseno is rac viswavle,torem damaviwydes lamisaa;))))))))))))

Monday, August 18, 2014

kargia zafxuli,dasveneba,autaneli sicxeebi,wvllebebi yvelgan,moulodneli siurprizebi..... da saertod me miyvars zafxuli.

Monday, July 28, 2014

Sunday, July 20, 2014

ქართული კინო-მუსიკა

1 პროექტის სახელწოდება: ქართული კინო-მუსიკა
2 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქართული მუსიკალური ხელოვნების დანიშნულება ფილმების ემოციური მხარის წარმოსაჩენად.
3 პროექტის აქტუალობა: მუსიკას განსაკუთრებული ზემოქმედება შეუძლია მაყურებელზე, სწორედ შერჩეული მუსიკალური მასალა იწვევს ადამიანის ყურადღებას, ამძაფრებს განცდას, ემოციას.
4 პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება ქართული კინო-ფილმებით,იმ კომპოზიტორთა შემოქმედებით, ვინც დიდი როლი ითამაშა ქართული კინო-მუსიკის განვითარებაში.
5 მონაწილეთა ასაკი :14 წელი
6 ვადები-ხანგრძლივობა: ერთი თვე
7 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინტერესი ეროვნული კულტურისადმი.ისინი უკეთესად მიადევნებენ ყურადღებას ქართულ ფილმებს, მოუსმენენ მუსიკას, დაინტერესდებიან,მოიძიებენ ინფორმაციას.
8 პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები,მოძიებული მასალები.პროექტორი

9 პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების ინტერესების მიხედვით ინფორმაციული მასალის დანაწილება-კინოს სფეროდან,კომპოზიტორთა ბიოგრაფიიდან, შემოქმედებიდან,სლაიდების დამზადება.
კლასი იყოფა ჯგუფებად- თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დავალებას.
10 საგნებთან კავშირი, ეროვნულ გეგმასთამ კავშირი:
ქართული, ხელოვნება,მუსიკა.
მოსწავლეები განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს,ინაწილებენ ფუნქციებს, მოიძიებენ თეორიულ მასალას, ამზადებენ სლაიდებს,მონაწილეობენ პროექტის
წარდგენასა და მსვლელობაში.
11 პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი
12 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamunadeamari@gmail.com

13 პროექტის ვებ გვერდი- ბლოგი: http://tamunadeamari.blogspot.com/


Friday, July 11, 2014

კახეთი

                                                   
                                                             კახეთი






კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრისშუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) დაგაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვეკუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტისგურჯაანის,დედოფლისწყაროსთელავისლაგოდეხისსაგარეჯოსსიღნაღისყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.

Thursday, July 10, 2014

თამუნა თევდორაშვილი

ძალიან მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა,მაგრამ გუშინდელი დავალება ვერ შევასრულე,სამაგიეროდ ეხლა ვასრულებ.გუშინდელ ტრენინგზე ბევრი ახალი ვისწავლე,დრაივზე ჩემი პრეზენტაცია და გაკვეთილის გეგმა ავტვირთე,ბლოგერზე ავკრიფე ჩემი კომენტარი, აქ ხდება ჩემი განვტვირთვა,ამიტომ სიამოვნებით ვესწრები ყველა ტრენინგს .

tamuna tevdorashvili

ვასწავლი 79-ე საჯარო სკოლაში საგან მუსიკას,პარალერურად ვმუშაობ გ.ცაბაძის #25 ხელოვნების სკოლაში ფორტეპიანოს  პედაგოგად  .ბედნიერი ვარ ,მაშინ როდესაც ,კმაყოფილი ვარ ჩემი თავით.
       მიყვარს მოგზაურობა,მეგობრებთან ერთად საინტერესო თემებზე საუბარი,ოჯახური პიკ-ნიკები,ზღვა და მზის სხივები.დიდ ძალას მაძლევს ჩემი შვილები,რომლებიც მთელს ქვეყანას და ყველაფერს მირჩევნია.