2 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ქართული მუსიკალური ხელოვნების დანიშნულება ფილმების ემოციური მხარის წარმოსაჩენად.
3 პროექტის აქტუალობა: მუსიკას განსაკუთრებული ზემოქმედება შეუძლია მაყურებელზე, სწორედ შერჩეული მუსიკალური მასალა იწვევს ადამიანის ყურადღებას, ამძაფრებს განცდას, ემოციას.
4 პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება ქართული კინო-ფილმებით,იმ კომპოზიტორთა შემოქმედებით, ვინც დიდი როლი ითამაშა ქართული კინო-მუსიკის განვითარებაში.
5 მონაწილეთა ასაკი :14 წელი
6 ვადები-ხანგრძლივობა: ერთი თვე
7 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინტერესი ეროვნული კულტურისადმი.ისინი უკეთესად მიადევნებენ ყურადღებას ქართულ ფილმებს, მოუსმენენ მუსიკას, დაინტერესდებიან,მოიძიებენ ინფორმაციას.
8 პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები,მოძიებული მასალები.პროექტორი
9 პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების ინტერესების მიხედვით ინფორმაციული მასალის დანაწილება-კინოს სფეროდან,კომპოზიტორთა ბიოგრაფიიდან, შემოქმედებიდან,სლაიდების დამზადება.
კლასი იყოფა ჯგუფებად- თითოეული ჯგუფი წარმოადგენს დავალებას.
10 საგნებთან კავშირი, ეროვნულ გეგმასთამ კავშირი:
ქართული, ხელოვნება,მუსიკა.
მოსწავლეები განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს,ინაწილებენ ფუნქციებს, მოიძიებენ თეორიულ მასალას, ამზადებენ სლაიდებს,მონაწილეობენ პროექტის
წარდგენასა და მსვლელობაში.
11 პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი
12 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamunadeamari@gmail.com
13 პროექტის ვებ გვერდი- ბლოგი: http://tamunadeamari.blogspot.com/
No comments:
Post a Comment